ახალი ამბები
ჟილეტი, რომელიც უსინათლოებს გადაადგილებაში დაეხმარება
FaceBook
ჟილეტი სენსორებით არის აღჭურვილი, რომელიც მოსალოდნელი დაბრკოლებების შესახებ მომხმარებელს წინასწარ აწვდის ინფორმაციას.

პალესტინელმა სტუდენტებმა სპეციალური ჟილეტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს გადაადგილებაში დაეხმარება.
ჟილეტი სენსორებით არის აღჭურვილი, რომელიც მოსალოდნელი დაბრკოლებების შესახებ მომხმარებელს წინასწარ აწვდის ინფორმაციას. კერძოდ, ვიბრაციითა და ხმოვანი შეტყობინებით იგებს უსინათლო, რომ მოსალოდნელია ბარიერი.
"ეს შესაძლოა, ჯოხის ალტერნატივა იყოს. ეს ჟილეტი წინასწარ გატყობინებს დაბრკოლება მარჯვნივაა თუ მარცხნივ, ეს შესანიშნავი გამოგონებაა", - აღნიშნა ერთ-ერთმა უსინათლომ, რომელიც სპეციალურ ჟილეტს უკვე ატარებს.
როგორც ჰებრონის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, რამზი ალ-ქავამმა განაცხადა, სტუდენტების გამოგონება აღსანიშნავი ფაქტია: "სტუდენტებმა შეზღუდული რესურსების მიუხედავად, შეძლეს პროექტის სისრულეში მოყვანა. მას კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი, რისთვისაც სტუდენტებს ფინანასური და მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ".
თავად გამოგონების ავტორები ამბობენ, რომ სპეციალური ჟილეტის შექმნის მიზანს უსინათლოების საზოგადოებაში ინტეგრირება და მათი ცხოვრების გამარტივება წარმოადგენს.

bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.