ახალი ამბები
"ნაციონალურ მოძრაობაში" ტურისტების გაუჩინარების გახშირებულ ფაქტებს შემაშფოთებელს უწოდებენ
FaceBook
ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთო ქვეყნის იმიჯს საპარლამენტო არჩევნების გზით დაუბრუნებენ.



"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტების მიმართ გახშირებული კრიმინალური შემთხვევები გააპროტესტეს.

პარტიის წევრი, ოთარ კახიძე ბოლო რამდენიმე თვის სტატისტიკას ტურისტების გაუჩინარებისა და მკვლელობის შესახებ შემაშფოთებელს უწოდებს.

"სვანეთში გაუჩინარდა ყაზახი ტურისტი, სამეგრელო–ზემო სვანეთში კი გერმანელი ტურისტი, ასევე კახეთში გარდაცვლილი იპოვეს უცხოელი. ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ბოლო ორ თვეში. საქართველო 2012 წლამდე ევროპაში უსაფრთხო ქვეყანა იყო, სადაც შეიძლებოდა თავისუფლად გადაადგილება, მათ შორის ღამის საათებშიც,"– განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, ტურისტების მიმართ გახშირებული კრიმინალური ფაქტები ქვეყნის იმიჯისათვის შემლახავია და მის გამოსწორებას წლები დასჭირდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" სამართალდამცავ ორგანოებს მსგავსი შემთხვევების კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებენ.

"უნიათო მმართველობის პირობებში, მიუხედავად ცალკეული პოლიციელების პროფესიონალიზმისა, მენეჯმენტი არ ხორციელდება, ასევე უკონტროლოდ მოხდა ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენელთა გათავისუფლება ამნისტიის გზით, რის გამოც ხელისუფლება კონტროლს კარგავს," – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს უსაფრთო ქვეყნის იმიჯს საპარლამენტო არჩევნების გზით დაუბრუნებენ.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.