ახალი ამბები
ქუთაისელი ბიზნესმენის მანქანაში ნაპოვნ საეჭვო ნივთს ექსპერტიზა უტარდება
FaceBook
ქუთაისში, სამშენებლო კომპანია შპს "ჯეოკონსტრუქმშენის" ხელმძღვანელის რევაზ ჩირაძის  მანქანაში ნაპოვნი საეჭვო ნივთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

ამჟამად მას ექპერტიზა უტარდება, ხოლო თავად  ჩირაძეს სამართალდამცავები მთელი დღის განმავლობაში კითხავდნენ.

"მანქანა ვულკანიზაციაში მყავდა. იქ ხელოსნებმა  "კაპოტსა" და საქარე მინას შოროს ნახეს რაღაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი. შეგვეშინდა და 112 გამოვიძახეთ.  სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე წაიღეს, ხოლო მე მთელი დღის  განმავლობაში მკითხავდნენ. აზრზე არ ვარ საიდან  გაჩნდა მანქანაში ეს ნივთი", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში რევაზ ჩირაძე.

სამშენებლო კომპანია "ჯეოკონსტრუქმშენი" ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში აქტიურად მონაწილეობს.  ის 2015 წლის ბოლოს
ქუთაისის მერიის  კონკურსის  "წლის ბიზნესი 2015"  გამარჯვებილად დასახელდა და მერიის  წლის პატრნიორი კომპანიის ნომინაციაც ერგო. "ჯეოკონსტრუქმშენის" მსგვსად  ელექტრონულ ტენდერებში იმარჯვებს  შპს "ტობე",  რომელიც რევაზ ჩირაძის მამის საკუთრებაა. 

"ამ ეტაპზე ვერაფერზე ვფირობ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფაქტი, დაშინებას თუ სხვა რამის მცდელობას. ბევრ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და  პრობლემა არასოდეს გვქონია", - ამბობს რევაზ ჩირაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის  სამართლის საქმე #236-ე მუხლით, საც ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას. უწყებაში განმარტავენ, რომ შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებთან ერთად გამოცხადნენ გამნამღველებიც.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.