ახალი ამბები
საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერის საკითხი დღეს განიხილება
FaceBook
საინიციატივო ჯგუფი, დღეს, საქართველოს პრეზიდენტს,  გიორგი მარგველაშვილს ხვდება.


შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს კონსტიტუციაში,  ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობის განმარტების ჩაწერის საკითხი.

ოჯახის დეფინიციის შესახებ საინიციატივო ჯგუფი საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. მათ, უკვე შეიტანეს ცესკოში 200 ათასზე მეტი ხელმოწერა.

საჭიროა თუ არა კონსტიტუციით ოჯახის დეფინიციის განმტკიცება, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერთი თვის ვადაში უნდა მიიღოს.

" თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის? -ასეთია რეფერენდუმის შეკითხვის ფორმულირება.

საქართველოს კონსტიტუციის 36–ე მუხლში წერია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, თუმცა, ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი ერთსქესიანთა ქორწინების საფრთხეს შეიცავს.

საკითხზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოთხოვნილი რეფერენდუმის რეგისტრაცია ცესკომ ერთხელ უკვე გააუქმა, რისი მიზეზიც, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ხელმოწერების მიწოდების ვადის დარღვევა იყო.

კონსტიტუციაში, ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ქორწინების დაფიქსირების შესახებ ინიციატივა, უკვე დარეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტის 80 დეპუტატის მიერ. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ხმა სჭირდება.

არის თუ არა ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა? -ამ თემზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში საჯარო განხილვებიც ჩატარდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა
გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას,
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, 
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
14:22 / 06.11.2025
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, 
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025
წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699
ფაქტი გამოავლინეს.
12:22 / 06.11.2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699 ფაქტი გამოავლინეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.