ახალი ამბები
ქუთაისში მშენებელ კომპანიებს ფასადების მოვლა-პატრონობა მოუწევთ
FaceBook
ქუთაისში, ობიექტების მშენებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან ორწლიანი საგარანტიო ვადის პერიოდში ფასადების მოვლა-პატრონობა უზრუნველყონ. აღნიშნული პირობა "ქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის" მიხედვით არის განსაზღვრული, რომელიც ძალაში თვის ბოლოს უნდა შევიდეს.

"საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე-იერსახის მოვლა-პატრონობა, რაც გულისხმობს გარემოს ზემოქმედების ან/და სხვა გარემოებების შედეგად დაზიანებული ფასადის აღდგენა რეაბილიტაციას და ფერის განახლებას", - ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში.

ამავე წესის მიხედვით, ეს პირობა ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები გასხვისებულია და წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას.

ქალაქის  განაშენიანების  რეგულირების წესი ქუთაისის მერის მრჩევლების მიერ მომზადდა. ამავე რეგულაციის მიხედვით, მშენებელს პარკირებისთვის მიწისქვეშა სართულის მოწყობაც მოუწევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.