ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩევლების პროექტი - ქალაქი 9 ზონად იყოფა
FaceBook
ქუთაისის ტერიტორია 9 ფუნქციურ ზონად და 20 ქვეზონად დაიყოფა.
ქალაქის რამდენიმე ზონად დაყოფა ქუთაისის მერის მრჩევლების მიერ შემუშავებული "ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისა და განაშენიანების რეგულირების წესის" მიხედვით მოხდა. დოკუმენტს თვის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე დასამატკიცებლად გაიტანენ. რეგულირების ახალი წესის თანახმად, ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით იცვლება განაშენიანების კოეფიციენტიც.

პროექტის სამუშაო ვერსია მრჩევლებმა უკვე წარუდგინეს ქალაქის მერსა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს. ურბანული კუთხით ქალაქის მერის მრჩევლის ოთარ ჩიხლაძის განმარტებით, პროექტზე მუშაობა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დოკუმენტში განმარტებულია თუ რისი მშენებლობაა შესაძლებელია ამა თუ იმ ზონაში.

სპეციალურ ზონა - 1 წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან საზღვრებს გარეთ, სადაც დასაშვებია სასწავლო და სამედიცინო კომპლექსების, სამეცნიერო კვლევითი, სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულებების, აგრეთვე საქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურების ობიექტების განთავსება. ამ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტია (კ-3) -0, 2;

სამაგიეროდ, განხვავებულია სპეციალური ზონა -2. რადგან ეს ზონა წარმოადგენს სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ქალაქის მერის მრჩეველი ზურაბ ხურციძე განმარტავს, რომ ამ პროექტის მიხედვით განსაზღვრული იქნება სად უნდა აშენდეს მაღალი და დაბალი შენობები.

ის ამბობს, რომ ამ დრომდე ქალაქში მხოლოდ სამი ზონა არსებობდა, სადაც დარეგულირებული არ იყო რა ტიპის ობიექტი სად უნდა აშენებულიყო.

"ამ დოკუმენტის მიხედვით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ შეიძლება აშენდეს ოთხ სართულზე ზევით. შესაძლებელია მანსარდის დამატება იმ შემთხვევაში, თუ გაკეთდება მიწისქვეშა ავტოსადგომი", - განმარტავს ზურაბ ხურციძე.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმატებით, ქალაქში მშენებლობის ტემპი გაიზარდა, რის გამოც მნიშვნელოვანია განაშენიანების რეგულაცია სწორად იყოს განსზღვრული.

"უკვე იქნება სხვადასხვა ტიპის განაშენიანება, რაც ქალაქის არქიტექტურის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნავს ქალაქის მერი.

პროექტში აღნიშნულია, რომ რეგულირების ახალი წესი შედგენილია "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.