ახალი ამბები
ეროვნული სატყეო დეპარტამენტი - მოწამეთაში ბზის კორომები შეიწამლება
FaceBook
საქართველოს ეროვნული სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით სოფელ მოწამეთაში ბზის ხეების შეწამვლა იგეგმება

როგორც სატყეო დეპარტამენტის პრესსამსახურში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, მოწამეთაში მდინარე წყალწითელას ხეობაში ბზის ხეები ორშაბათს, ან სამშაბათს შეიწამლება.

"კლიმატური პირობებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ხეობაში ბზის კორომებთან არაა სამანქანო გზა, შეწამვლა განხორციელდება ერთი მისადგომიდან, საიდანაც აეროზული შესხურებით მოხდება ბზის კორორომების დამუშავება," - აცხადებენ საქართველოს ეროვნული სატყეო დეპარტამენტში.

მათვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეტყევეები ხეობის სხვა მისადგომების შერჩევაზეხ მუშაობენ, რადგან ბზის ხეების სრულყოფილი დამუშავება მოხერხდეს.

სოფელ მოწამეთასა და სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ბზის ხეები ხმება, რის გამოც მიმდინარე კვირას ადგილობრივებმა და მოწამეთის მონასტრის სამღვდელოებამ ხელისუფლებას ყურადღებისკენ მოუწოდა.

მოწამეთაში არსებული კოლხური ბზა მცენარეთა წითელ ნუსხაშია შესული მისი უნიკალურობიდან გამომდინარე.

ბზის მარადმწვანე ხეები მოწამეთაში საუკუნეების მანძილზე ხარობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში
54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
12:49 / 22.04.2026
2024 წლის აღწერის მონაცემებით, ქუთაისში ქალების წილი მოსახლეობაში 54%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი
გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.
12:31 / 22.04.2026
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, ხოლო მშვილებელი პირების რაოდენობამ 1575 შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.