ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოსთან არსებული მიწის კომისია გაუქმდა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოსთან არსებულის მიწის კომისია გაუქმებულია. მის ნაცვლად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებზე 2016 წლის აგვისტოდან შესაბამისი კომისია მერიაში შეიქმნება.  

საკრებულოსთან არსებული კომისიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, 5 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, რასაც კანონი განსაზღვრავდა. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, მიწის კომისიამ წელს პირველად თავისი დანიშნულება შეასრულა და მოქალაქეებს ობიექტები საკუთრებაში გადასცა.

უკვე გაუქმებული კომისიის თავმჯდომარის ლაშა გვენატაძის განმარტებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას 82  მიმდინარე საქმე გადააბარა. 

"ცოტა არ იყოს საქმე შემიმსუბუქდება. ალბათ, გამოჩნდება იქაც [მერიაში] ხალხი, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ საზოგადოებას და ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიღებენ", - განმარტავს გვენეტაძე. 

საკრებულოში მიწის კომისია, ფიზიკური და კერძო სამართლის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის შესახებ კანონის საფუძველზე შეიქმნა. თავის მხრივ, აღნიშნული კანონი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (#525) თანახმად დამტკიცდა და ის 2007 წელს ამოქმედდა.

თავდაპირველად, კანონი საკუთრების უფლების მოპოვებას როგორც ფიზიკური ისე, იურიდიული პირისთვის ითვალისწინებდა. თუმცა, 2012 წელს, ცვლილების შედეგად, ამოღებულ იქნა იურიდიული პირები და დარჩა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის საკუთრების უფლების აღიარება.

ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა მიწის კომისიამ 2015 წლის იანვრიდან ამ დრომდე, საკუთრებაში ობიექტი 234 მოქალაქეს გადასცა.  
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.