ახალი ამბები
ქუთაისის შემოვლით გზა შესაძლოა 4 ზოლიანად გადაკეთდეს
FaceBook

ქუთაისის შემოვლით გზაზე უსაფრთხოების ზომების გაზრდა იგეგმება.


ამ მიზნით შესაძლოა 2–ზოლიანი საავტომობილო გზა 4–ზოლიანად გადაკეთეს.

საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გახშირებული ავტოავარიების გამო ისინი პრევენციის მიზნით ახალ სამოქმედო გეგმას მთავრობას მიმდინარე წლის ოქტომბერში წარადგენენ.

დეპარტამენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტირება 2011 წელს დასრულდა, თუმცა მასში ცვლილებების შეტანას აპირებენ.

"სამანქანო გზის ოთხზოლიანად გადაკეთების საჭიროება მოძრაობის ინტენსივობის მატების გამო დადგა დღის წესრიგში, ამისთვის ალბათ საჭირო გახდება მიმდებარედ არსებული მიწის გამოსყიდვა," - ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე"ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისივე ინფორმაციით, თუ როგორ მოეწყობა ოთხზოლიანი მოძრაობა ქუთაისის შემოვლითი გზაზე ამ ეტაპზე პროექტის კორექტირებული ვერსია არ არსებობს.

გიორგი სეთურიძე განმარტავს, რომ საავტომობილო გზებებზე უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს.

"პასუხისმგებობა მოდის მძღოლებზე, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევები სწორედ სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება. თუმცა, ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდეს,"- ამბობს გიორგი სეთურიძე.

ქუთაისის შემოვლით გზაზე ასევე რადარებისა და საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

 



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.