ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს წევრი – ავტოქარხანაში "ოცნებას" უსუსური კანდიდატი ჰყავს და ხმები ჭირდება
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში სამი უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭება საკრებულოს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა.

"ლეიბორისტი" დეპუტატის, სამსონ გუგავას განმარტებით, თუკი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ არჩევნების ჩატარებამდე არ უნდა განიხილოს.

"ამ ქუჩების დარეგისტრირება იმიტომ გეჩქარებათ, რომ ადგილობრივების ხმა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, რადგან ავტოქარხანაში უსური და კორუმპირებული კანდიდატი, კობა ნარჩემაშვილი გყავთ", - განაცხადა სამსონ გუგავამ.

თავად, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები უმტკიცებენენ კოლეგას, რომ სახელის მინიჭების გარეშე ამავე ქუჩებზე მცხოვრებლები სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებს ვერ აგვარებენ.

ავტოქარხნის დასახლება #49 საარჩევნო ოლქში შედის, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კობა ნარჩემაშვილი დაასახელა.

"ახლა სადაც ცხოვრობენ, რეალურად, არის მათი ფაქტიური საცხოვრებელი სახლი. ელემენტარულად სჭირდებათ რეგისტრაცია, კომუნიკაციების შეყვანა, რომელსაც ვერ აკათებენ, თუკი ქუჩას არ მიენეიჭა სახელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ქუჩებს მივანიჭოთ სახელები", - განმარტა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ყანჩელმა.

უმცირესობის წამომადგენლი სამსონ გუგავა კი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ხელისუფლებაში მოსვლიდან ამ დრომდეც შეეძლო პრობლემა მოეგვარებინა. თუმცა, საკითხით მაშინ დაინტერესდნენ, როცა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ხმები სჭირდებათ.


საკრებულოს გადაწყვეტლებით ქუთაისის მერია ავტოქარხნის სამ უსახელო ქუჩას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ აბულაძის, და -ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელებს მიანიჭებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.