ახალი ამბები
ზესტაფონში ქართულის სიმღერის ფესტივალი "სულიკო 2016" გაიმართება
FaceBook
ფესტივალი "სულიკოს" ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელ ცხრაწყაროში აღინიშნება.

ქართულის სიმღერის ფესტივალს "სულიკო 2016"–ს სოფელ ცხრაწყაროს ღია თეატრონი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს უმასპინძლებს.

სახალხო დღესასწაულს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გასული საუკუნის 80 – იან წლებიდან აღნიშნავენ.

ფესტივალის აღნიშვნა ტრადიციულად შემოდგომაზე, "სულიკოს" ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელ ცხრაწყაროში ხდება. "ვარინკობის" დღესასწაული სწორედ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.

ქართულის სიმღერის ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული მუსიკალური კოლექტივები მონაწილეობენ.

სოფელ ცხრაწყაროს ამფითეატრს სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2014 წელს ჩაუტარდა. მთლიანად განახლდა ძველი ხის ღობე და მთავარი შესასვლელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ სცენას. შეიცვალა, ასევე ამფითეატრზე მოწყობილი სკამები და გარე განათების სისტემა.

მიდინარე წლის შემოდგომაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ ტრადიციულ ღონისძიებას "ზესტაფონლობასა" და "ღვინის ფესტივალს" გამართავენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.