ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატი არასამთავრობოების მოწვევაზე - მაგენი არიან შარზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს არასამთავრობო ორგანიზაციები 29 ივლის 12:00 საათზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის საკითხზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მრგვალ მაგიდასთან ეპატიჟებიან.
საკრებულოს 25-ვე წევრი ათი არასამთვრობო ორგანიზაციის პერსონალურ მოწვევას წერილობით დღეს მიიღებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ კაფე-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებულ საპროტესო ღონისძიებებს, სანამ აღნიშნული საკითხი არ იქნება დარეგულირებული და გადაწყვეტილი კანონის შესაბამისად", - ნათქვამია არასამთავრო სექტორის მიმართვის წერილში.

"არ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ვერ ვხედავ საწინააღმდეგოს ვერაფერს. მაგენი არიან შარზე და რა უნდათ ვერ გავიგე", - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი, გურამ ტოროშელიძე.

"ტაო-კლარჯეთიდან არიან სტუმრები ჩამოსული ხუთი დღით და ამდენად ვერ მოვიცლი", - ამბობს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ირმა პეტრიაშვილი.

სხვა დეპუტატების პოზიციების მოსასმენად, ქუთაისიპოსტი მათთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა 14 წევთან მოხერხდა გასაუბრება. რადგან ნაწილი ადგილზე არ იმყოფება, ხოლო ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  

ჩვენთან საუბარში არგოს თემასთან გამართულ შეხვედარზე თახმობა მხოლოდ საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ნატო ქათამაძემ და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბესიკ ბრგეგაძემ გამოთქვა.

დანარჩენის თქმით, ისინი გადახედავენ კვირის "მუშაობის რეჟიმს" და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეძლებენ თუ არა შეხვედარზე წასვლას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დეპუტატებს მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვევა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ქუთაისის საკრებულოს აპარატისგან რიგგარეშე სხდომის გამართვის თხოვნაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ამავე თემაზე:

"თავხედობა" - არასამთავრობო სექტორის შეფასება ქუთაისის საკრებულოდან მიღებულ წერილზე

ქუთაისში კაფე-ბარ "არგოს" სადავო მშენებლობა - დისკუსია (ვიდეო)

გია თევდორაძე - "ნაციონალების" შეცდომით "არგოს" მშენებლობის გამართლება უშედეგოა

ეს ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.