ახალი ამბები
მოწამეთაში ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი აშენდება
FaceBook
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსთან ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.


ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ტყიბულის გამგებელმა, რობინზონ გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის საპროექტო წინადადებაზეა ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

"აქ იქნება ყველა სერვისი ტურისტებისთვის. საინფრომაციო რუკები, გზამკვლელევი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამასთანავე, ცენტრში გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები. ტურისტებისთვის მოეწყობა სველი წერტილები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა", - ამბობს ტყიბულის გამგებელი.

მოწამეტას სამონასტრო კომპლექსთან ტურისტულ-საინფრომაციო ცენტრის მშენებლობა ნოემბერში უნდა დაიწყოს. პროექტი "მუნიციპალური განვითარების ფონდიდან" 60 ათასი ლარით დაფინანსდება.

ანალოგიური ცენტრის მშენებლობა გელათში დასასრულს უახლოვდება. ის წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას. ცენტრისთვის "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" 1 200 000 ლარი დახარჯა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები
18:26 / 30.04.2024
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის"  წინააღმდეგ, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობას მართავენ.
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.