ახალი ამბები
იტალიაში გარდაცვლილი ქართველის მეგობრის წერილი: "ეს საშინელი ისტორიაა, რომელიც იტალიაში იწერება..."
FaceBook
"ეს არა მარტო ოჯახის, არამედ ყველა ემიგრანტის, ყველა ქართველის ტკივილია"


იტალიაში 31 წლის ქართველი გოგონა გარდაიცვალა. ის 26 მარტს გამთენიისას იმ სახლში გარდაიცვალა, რომელშიც მომვლელად მუშაობდა და ცხოვრობდა, - ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

გარდაცვლილის შესახებ ახალი ინფორმაცია მისი მეგობრის, თამუნა კაკაურიძისგან გახდა ცნობილი, რომელიც მეგობარს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ახასიათებს და მის ფოტოსაც აქვეყნებს: "თბილი ... ხალისიანი... ლამაზი... ესეთი იყავი ყველასთან. ამას ყველა ვიხსენებთ დღეს, თუმცა გარდაიცვლება და ყველას კარგად იხსნებებენო, ეგრე არ არის.

იყო შენში რაღაც განსხვავებული და ეს არ იყო შეუმჩნეველი. დამენანე და დაგვენანე ყველას. გუშინ ცოცხალი, დღეს კი უკვე გარდაცვილი. ვზივარ და რაღაც უაზრობას ვწერ, რაც ალბათ არავის აინტერესებს ჩემი აზრები. როგორც ყოველთვის, ეხლაც ცრემლმა ამივსო თვალები... ცრემლმა, რომელიც ძალიან შემეჩვია. ცრემლი, რომელიც მეხმარება ტკივილის გადატანაში და სულ ცოტა ხნით მოშორებაში. დღეს ცრემლი არის ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი. რატომ? არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ გრძნობს და ვერაფერს ამბობს...

ძალიან დიდი ტკივილი ხარ, თამო. სასიამვო გარეგნობის ახალგაზრდა,

ლამაზი გოგო. დადებითი აურით, სათნო, კეთილი. დასანანია, რომ ესე ტრაგიკულად ტოვებს სიცოცხლეს... უყურადღებობით, თუ ბედისწერით, 26 მარტს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის სიცოცხლე დასრულდა სახელად თამარ ტრაპაიძე...

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ეს არა მარტო ოჯახის, არამედ ყველა ემიგრანტის, ყველა ქართველის ტკივილია; საშინელი ისტორიაა, რომელიც იწერება იტალიაში...", - წერს თამარ კაკაურიძე.

31 წლის თამარ ტრაპაიძე იტალიაში მომვლელად მუშაობდა. გავრცელებული ცნობით, თამუნა ტრაპაიძე ერთ-ერთ მოხუცთან მომვლელად მუშაობდა.  ინტოქსიკაციის მიზეზად სახლში კედლების შეღებვა სახელდება.   31 წლის თამუნა ტრაპაიძე ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
ambebi.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.