ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოსთან არსებული ე.წ. მიწის კომისია მუშაობას წყვეტს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ე.წ. მიწის კომისია მიმდინარე წლის 31 ივლისს მუშაობას წყვეტს. მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმოვმოქმედი კომისია, 2016 წლის აგვისტოდან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს ნაცვლად, აღმასრულებლის ანუ მერიასთან არსებული გახდება.

კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატიცაა, მოქალაქეებს მოუწოდებს განცხადებით აღარ მიმართონ.

"ვისაც აქვს წარმოდგენილი, მხოლოდ იმას განვიხილავთ. დაახლოებით, 113 განცხადებაა და ამის შემდეგ ვწყვეტთ საქმიანობას", - ამბობს ლაშა გვენეტაძე.

კანონის მიხედვით, კომისიის შემადგენლობა კენტი უნდა იყოს. ქუთაისის საკრებულოსთან არსებული ე.წ. მიწის კომისია 7 წევრისგან შედგება. აქედან, სამი საკრებულოს დეპუტატია, სხვა წევრები კი მერიის ეკონომიკისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ლაშა გვენეტაძე ამბობს, რომ საკრებულოსთვის ამ კომისიის ჩამოშორებით, მას გარკვეული პასუხისმგებლობა მოეხსენება.

"ცოტა არ იყოს საქმე შემიმსუბუქდება. პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. ალბათ, გამოჩნდება იქაც ხალხი, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ საზოგადოებას და ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას მიღებენ", - განმარტავს გვენეტაძე.

ე.წ. მიწის კომისია, ფიზიკური და კერძო სამართლის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის შესახებ კანონის საფუძველზე შეიქმნა. თავის მხრივ, აღნიშნული კანონი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (#525) თანახმად დამტკიცდა და ის 2007 წელს ამოქმედდა.

თავდაპირველად, კანონი საკუთრების უფლების მოპოვებას როგორც ფიზიკური ისე,  იურიდიული პირისთვისაც ითვალისწინებდა. თუმცა, 2012 წელს მასში შესული ცვლილების შედეგად, ამოღებულ იქნა იურიდიული პირები და დარჩა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის საკუთრების უფლების აღიარება. 

ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა ე.წ. მიწის კომისიამ 2015 წლის იანვრიდან ამ დრომდე, საკუთრებაში ობიექტი 178 მოქალაქეს გადასცა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.