ახალი ამბები
"თავხედობა" - არასამთავრობო სექტორის შეფასება ქუთაისის საკრებულოდან მიღებულ წერილზე
FaceBook
"საზოგადოების აზრის დაცინვა", "თავხედობა",  თავიდან მოცილების ტექნიკური მცდელობა", - ასე შეაფასეს ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკრებულოს თავმჯდომარისგან მიღებული ოფიციალური წერილი.

ქალაქში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდმარეს, დავით დვალს, რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 7 ივნისს მიმართეს. ისინი საკრებულოს სხდომის გამართვას კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ითხოვდნენ.

"საქართველოს ორგანული კანონის, თვითმმართველობის კოდექსის 35-ე მუხლის, 1 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, გთხოვთ მოიწვიოთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. რათა პროცესის დემოკრატიულობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საკრებულომ მოისმინოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა პოზიცია", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაგზვნილ ოფიციალურ წერილში.

რაზედაც საკრებულოს აპარატის უფროსისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს. მიზეზად კი, როგორც წერილშია მითითებული, წერილის კანონთან და რეგლამენტის დებულებასთან შეუსაბამობა დასახელდა.

"ვინაიდან განცხადება, როგორც ფორმალური ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუსაბამოა კანონისა და რეგლამენტის დებულებასთან. მოთხოვნა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ჟორჟოლიანი აწერს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას " დამფუძნებლის გია გოქაძის განმარტებით, წერილი არაკომპეტენტურად არის შედგენილი, რადგან, მისი თქმით, არ არის მითითებული კანონის რომელი მუხლი ან პუნქტი არის მათ თხოვნასთან შეუსაბამო.  ის ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა "არგოს" თემაზე შეხვედრას შეგნებულად გაურბის.

"რადგან ამ ბიზნესის უკან დგას შოთა მურღულია და დავით დვალი იცავს მას", -აცხადებს გია გოქაძე. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი პროცესს პოლიტიკურად მართულს უწოდებენ.

თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წინადადებით; მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით; მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით.

ამავე თემაზე:

უთაისში კაფე-ბარ "არგოს" სადავო მშენებლობა - დისკუსია (ვიდეო)

გია თევდორაძე - "ნაციონალების" შეცდომით "არგოს" მშენებლობის გამართლება უშედეგოა

ეს ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.