ახალი ამბები
ვარშავაში NATO–ს რიგით 28–ე სამიტი გაიხსნება
FaceBook
2016 წლის პოლონეთში, ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში პირველად, რიგით 28-ე სამიტი გაიხსნება.

მასში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მათ შორის, 28 ალიანსის წევრი სახელმწიფო, 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები იქნებიან.

შეხვედრას პირველად, ჯერჯერობით დამკვირვებლის სტატუსით, მონტენეგრო დაესწრება.

ჩრდიალოატლანტიკური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, სამიტი ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.

ვარშავის სამიტის პირველ დღეს, პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა შედგება.

9 ივლისს კი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს 25 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ვარშავაში მიმიდნარე სამიტს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო მეტად დაცული იქნება.

თავდაცვის მინისტრი კი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო ვარშავიდან მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს.

"უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"სამიტზე შემუშავდება ახალი გზები, რომლებიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ნატო-ს სამიტისგან ძალიან კონკრეტული მოლოდინები აქვს.

პრემიერ–მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი კი მიიჩნევს, რომ ვარშავის სამიტის შედეგად არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაცული იქნება.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) დღეისათვის 28 წევრ ქვეყანას აერთიანებს.

ნატო-ს სამხედრო და პოლიტიკური ალიანსი 1949 წელს შეიქმნა, პირველი სამიტი კი 1957 წელს გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.