ახალი ამბები
"ხელისუფლებას დარჩა სამი თვე" - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში იპოთეკური სესხებით დაზარალებულები "ქართულ ოცნებისგან " ოთხი წლის წინ გაცემული დანაპირების შესრულებას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით ქუთაისში აქცია გამართეს, სადაც ხელისუფლებას გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების შემოღების პირობა შეახსენეს.

"ხელისუფლებას დარჩა სამი თვე დანაპირების შესასრულებლად, ეს "ქართული ოცნების" ბოლო შანსია," - აცხადებენ იპოთეკით დაზარალებულები.

პრობლემის მოგვარების მიზნით იპოთეკით დაზარალებულებმა გუბერიას მოუწოდეს შეასრულოს შუამავლის როლი მთავრობასთან.

"განცხდება დავწერეთ გუბერტანატორის სახელზე, იქნებ მან მაინც მოახერხოს და იმერეთიდან ჩვენი ხმა მიაწვდინოს მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ხვალ და ზეგ გამოსახლებას უპირებენ ორ ოჯახს, რომლებსაც ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. მოვუწოდებ მთავრობას, დაგვეხმარეთ, თორემ ეს გამწარებული ხალხი არჩევნებზე ნდობას აღარ გამოგიცხადებთ, " - ამბობს იპოთეკით დაზარალებული დარეჯან სულაქველიძე.

იპოთეკით დაზარალებულთა აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"დაანებონ თავი კონდინციონერების შეძენას და ამ ხალხს მიხედონ," - ამბობს პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.