ახალი ამბები
ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქუთაისელი სპორტსმენი ასპარეზობს
FaceBook
2016 წლის 25 ივნისს, თბილისში პირველად ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო.

ტურნირში 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი მონაწილეობს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 ძალოსანითაა (8 მამაკაცი და 4 გოგონა) წარმოდგენილი. ქართველ სპორტსმენთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქუთაისელი, მალხაზ ლომთაძეა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 77 კგ წონით კატეგორიაში ასევე, ქუთაისელი ძალოსანი, ნოდარ კაკაბაძე ასპარეზობს.

საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციაა, რომელსაც 2015 წელს საუკეთესო ქართული სპორტული ფედერაციის ტიტული მიენიჭა.

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის, ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი სხვა ტურნირებისგან გამორჩეულია. მისივე თქმით, ასპარეზობაში გამარჯვებულებს ორიგინალური თასები გადაეცემათ, რომლებიც 40 მილიონი წლის წინანდელი ხისგან დაამზადეს.

ასევე, ჩემპიონატის სტუმრები ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე ქართული კერძებს დაამზადებენ და დააგემოვნებენ.

ტურნირის დაწყებამდე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია თბილისში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს.

ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარე წლის 2 ივლისს დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.