ახალი ამბები
2016 წელს ქუთაისში 8 ფიჭური ანტენა დამონტაჟდა
FaceBook
ფიჭური კავშირგაბმულობის ანტენების დამონტაჟების ნებართვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასცა.

ქუთაისში ბოლო 17 წლის განმავლობაში ფიჭური კავშირგაბმულობის 18 ანტენა დამონტაჟდა.

აქედან, 8 მათგანის დადგმაზე ნებართვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წელს გასცა.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ქალაქის მასშტაბით ანტენები "ჯეოსელის", "მაგთისა" და "მობიტელის" კომპანიებს აქვთ მოწყობილი.

დასახლებულ პუნქტებში კაშირგაბმულობის ანტენების რაოდენობის მომატებასთან ერთად, მოსახლეობაში საპროტესტო განწყობაც იმატებს.

ადგილობრივები მათ დემონტაჟს და მჭირდო დასახლებებიდან მოშორებით გადატანას ითხოვენ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრო მაგნიტური გამოსხივების სიხშირის დასაშვები ზღვარი 1 სმ/კვადრატზე 10 მიკროვატია. გამოსხივების მქონე მოწყობილობის განთავსებისთვის ოფიციალურად საშიშ ზონად კი 30 მეტრი რადიუსი ითვლება.

რა ნორმების დაცვას ითვალისწინებენ კავშირგაბმულობის ანტენების დამონტაჟდებამდე კომპანიები ქუთაისში, როგორია სპეციალისტების შეფასებები და რეალურად, რამდენად უქმნიან ისინი მოსახლეობას საფრთხეს - იხილეთ ვრცლად "ქუთაისიპოსტზე".




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.