ახალი ამბები
ირაკლი გეგეშიძის საქმეზე ბაღდათის გამგეობის წევრები დაიკითხებიან
FaceBook
ბრალდების მხარე 15-მდე მოწმეს სასამართლო პროცესებზე ეტაპობრივად წარადგენს.

ბაღდათის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის საქმესთან დაკავშირებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაიკითხებიან. სასამართლო პროცესზე, გამგეობის წევრებს მოწმეების სტატუსით ბრალდებლის მხარე ეტაპობრივად წარადგენს.

ირაკლი გეგეშიძის ადვოკატის, კახაბერ წერეთლის განმარტებით, დაახლოებით 15-მდე მოწმე დაიკითხება.

"ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვას დავეთანხმეთ, რადგან მათი დაკითხვა სასარგებლო ინფორმაციას მოგვაწოდებს. პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ მოწმეების სტატუსით, ექსპერტიზის წარმომადგენლებს დაკითხავენ", - განმარტავს ადვოკატი.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებები დაცვის მხარესაც აქვს, რომელსაც ბრალდებლის მხარის მოსმენის შემდეგ წარადგენენ.

ბაღდათის გამგებლის საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 13 ივლისს არის ჩანიშნული. ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილიდან ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვაში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავება.



ამავე თემაზე:

ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)

ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა

ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს

ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.