ახალი ამბები
ქუთაისში ინოვაციური იდეების 8 000 ლარიან კონკურსში თბილისის გუნდებმა გაიმარჯვეს
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი "ჰაკათონი" დასრულდა.

მარათონის მონაწილე 16 გუნდმა 48 საათის განმავლობაში სხვადასხვა ტექნოლოგიის (hardware&software) გამოყენებით ახალ, ინოვაციურ იდეებზე იმუშავა.

თოთოეულმა ჯგუფმა თავიანთი იდეა-გამოგონების პრეზენტაცია განახორციელა, რის შემდეგაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

პირველი ადგილი თბილისურ ჯგუფს "Hand for help" –ს (4000 ლარი) ერგო, რომელმაც ხელის პროთეზის ინოვაციური პროექტი შექმნა.

მეორე ადგილზეც თბილისში არსებული სანდიეგოს უნივერსიტეტიდან "ბლექ ბრაზერი" გავიდა, რომელსაც 2 500 ლარი გადაეცა. ამ ჯგუფში გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა პარკინგის წინასწარი დაჯავშნის მოდელი განახორციელეს.

მესამე ადგილის მფლობელი გუნდი "Step by step", პროექტით "Smart City" გახდა. მათი პროექტი 1 500 ლარით დაჯილდოვდა. ამ იდეისთვის ახალგაზრდების ჯგუფს ქუთაისის მერიისგან დამატებით 1 000 ლარით გადაეცათ. მუნიციპალიტეტმა ისინი თავიანთ ფავორიტად აღიარა.

ჰაკათონს, რომელიც წერეთლის უნივერისტეტში ორი დღე გრძელდებოდა, მონაწილეები აფასებენ.

"კარგი გამოცდილება, საუკეთესო მოტივაცია, უძილო ღამეები, ბევრი მეგობრები, დიდი გეგმები, იდეალური გარემო". "ასეთი ორგანიზებული და კარგი გარემო საქართველოში ჩატარებულ არც ერთ "ჰაკათონზე" არ ყოფილა," - აღნიშნავენ მონაწილეები.

პროექტი "ჰაკათონი" წერეთლის უნივერისტეტის სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.

რაც შეეხება პროექტის ჟიურის, მის შემადგენლობაში უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, გიორგი ღავთაძე, "მაიკროსოფტის" წარმომადგენელი საქართველოში, შოთა მურცხვალაძე, პროგრამისტი - მალხაზ ჯინჯიხაძე, საინჟინრო მიმართულების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია "ფაბლაბის" ტექნიკური მენეჯერი, გიორგი ჩაჩუა და დეველოპერი - რამინ ჯუღელი გახლდნენ.

"ჰაკათონში" ჩართვა ნებისმიერ მსურველს, ასაკის შეუზღუდავად როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდებად შეეძლო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.