ახალი ამბები
ადგილები ქუთაისში, სადაც საარჩევნო პლაკატების განთავსება დასაშვებია
FaceBook
ქუთაისის მერის ბრძანების თანახმად, მითითებულ მისამართებზე მხოლოდ A3 ფორმატის სააგიტაციო მასალა დაიშვება.
ქუთაისის მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალური ადგილების ნუსხას, სადაც პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პლაკატების განთავსება შეუძლიათ, ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილების ჩამონათვალის მითითებას, სადაც სააგიტაციო მასალების გაკვრა დასაშვებია ან იკრძალება, "საარჩევნო კოდექსი" ავალდებულებს.

ქუთაისის მერის 2016 წლის 13 ივნისის ბრძანების საფუძველზე, 2016 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების განთავსება ქუთაისში, წერეთლის ქუჩიდან სადგურის მოედნამდე არსებულ საყრდენ კედელზე შეუძლიათ.

გარდა მისა, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ პლაკატები შემდეგ მისამართებზე მითითებულ სტენდებზეც გააკრან:

ავტომშენებლის ქუჩა #33–ის წინამდებარე ტროტუარზე;

გამარჯვების მოედანზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის ტერიტორიის წინამდებარე ტროტუარზე;

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით ავტოსადგომთან მდებარე სკვერში;

26 მაისის ქუჩა #43–ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე;

ლეონიძის ქუჩა #4–ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს–ის შენობის დასავლეთით);

ლ. ავალიანის ქუჩა #2–ის წინამდებარე ტროტუარზე;

ახალგაზრდობის გამზირის მე–5 შესახვევში მდებარე თვითმმართველი ერთეულის "მუხნარის ტერიტორიული ორგანოს" ადმინისტრაციული შენობის
მიმდებარე გაზონში;

ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო არხის მიმდებარედ);

ვაჟა–ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;

თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის მიმდებარე ტერიტორია);

სულხან–საბას გამზირი #9–ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე;

ნიკეას ქუჩის #32–34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.

ქუთაისის მერის ბრძანების თანახმად, მითითებულ მისამართებზე მხოლოდ A3 ფორმატის სააგიტაციო მასალა დაიშვება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები
18:26 / 30.04.2024
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის"  წინააღმდეგ, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობას მართავენ.
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.