ახალი ამბები
ქუთაისში „პიგმალიონის“ პრემიერას ბრიტანეთის ელჩი დაესწრო
FaceBook
სპექტაკლი ნიუპორტისა დ ა ქუთაისის დაძმობილების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მომზადდა.

ქუთაისში პიგმალიონის პრემიერა გაიმართა, რომელსაც ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი, უელსის პარლამენტის თავმჯდომარე და ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქის ნიუპორტის დელეგაციაც ესწრებოდა.

სპექტაკლი ნიუპორტისა და ქუთაისის დაძმობილების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მომზადდა.

"პიგმალიონი" მიუზიკლის ჟანრში წარმოადგინეს. სპექტაკლი ინგლისურ ენაზე მიმდნარეობდა.

პრემიერის ბოლოს ბრიტანეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქალაქს და მესხიშვილის თეატრს.
"ყოჩაღ მთელ დასს, სპექტაკლი ინგლისურ ენაზე იყო წარმოდგენილი, რაც აღტაცებას იმსახურებს. მე სამი წელია აქ ვარ და ჯერ ევრ ვისწავლე ქართული. დასმა კი შესანიშნავად გაართვა თავი ყველაფერს", - აღნიშნა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა.

"ეს მსოფლიო პრემეირა იყო", -აღნიშნა  ნიუპორტის პარლამენტის თავმჯდომარემ სპექტაკლის დასრულების შემდეგ. როზმარი ბატლერი ნიუპორტის  ყოფილი მერი გახლდათ, რომლის მერობის პერიოდშიც მოხდა ქუთაისისა და ნიუპორტის დაძმობილება.

"25 წლის წინ დაირგო რკო და ველოდით რომ მუხა აღმოცენდებოდა , მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი ტყე გაზრდილა", - აღნიშნა როზმარი ბატლერმა.

ქუთაისი და ნიუპორტი დაძმობილებული ქალაქები 1991 წლიდან არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.