ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა შესაძლოა მანდატზე უარი თქვას
FaceBook
ნიკოლოზ ლატარია, შესაძლოა, საპარლამენტო სიის ათეულში მოხვდეს.

"კონსერვატიული პარტიის" წევრი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია, შესაძლოა თავისივე პარტიამ საარჩევნო სიის ათეულში ჩასვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლატარიას საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტის დეპუტატობის შანსი ექნება.

თავად ნიკოლოზ ლატარია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს და გადაწყვეტილება არც მის კანდიდატურაზეა მიღებული.

"უახლოეს დღეებში გვეცოდინება დაზუსტებული სია. ზუსტად ვერც ჩემზე გეტყვით ვიქნები თუ არა სიის ათეულში", - განაცხადა ლატარიამ.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ ლატარია საქართველოს პარლამენტში პარტიული სიით შევა, მას ქუთაისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.