ახალი ამბები
სამტრედიაში მდინარე ხევისწყალადან სამშენებლო მასალის გატანას ადგილობრივები გააკონტროლებენ
FaceBook
სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში,  შეტყობინება შესაბამის სამინისტროს უნდა გაეგზავნოს

სამტრედიაში, მდინარე ხევისწყალაზე ინერტული მასალი ამოღების გაგრძელებაზე ადგილობრივები და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "სინოჰიდრო" შეთანხმდენენ. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ კომპანიის მიერ მდინარიდან სამშენებლო მასალების ამოღება-გატანის კონტროლს ადგილობრივები განახორციელბენ.

სამუშაოების წარმოების მონიტორინგს "სინოჰიდროს" მიერ დაქირავებული ორი ადგილობრივი მცხოვრები უზრუნველყოფს, რომლებმაც, სანებართვო წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინება გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უნდა გაუგზავნონ.

კომპანია "სინოჰიდროს" წარმომადგენელმა ზურაბ მეგრელიძემ მოსახლოებასთან მიღწეულ შეთანხმებაზე საუბარი არ ისურვა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში კი ამბობენ, რომ ზედამხედველთა ჯგუფის დაქირავება კომპანიას ისედაც ევალებოდა. მათ მიერ სამუშაოების განხორციელების მომენტში, სალიცენზიო პირობების შესაძლო დარღვევის გამო  გადაწყდა, რომ ზედამხედველობა უშუალოდ მოსახლოებას გაეწია.

"ადგილობრივებს ჰქონდათ შიში, რომ კომპანია დასაშვებზე მეტ სიღრმეზე ამოიღებდა სამშენებლო მასალებს მდინარიდან და ისინი ვერც მოპოვებული მასალის მოცულობას გააკონტროლებდნენ. შესაბამისად, თავად კომპანიამ გადაწყვიტა მათთვის მიეცა ზედამხედველობის საშუალება",- განაცხადეს სამტრედიის მუნიიცპალიტეტში.

გარდა საზედამხედველო ფუნქციის დათმობისა, როგორც ირკვევა კომპანია "სინოჰიდრო" ადგილობრივებს სოფლამდე მისასვლელი გზის (6 კილომეტრამდე მონაკვეთის) მოხრეშვასაც დაპირდა.

ამ მომეტში ადგილზე სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

"სინოჰიდროს" მიერ მდინარე ხევისწყალაზე კარიერული სამუშაოების წარმოებას ადგილობრივები რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებენ. მოსახლოება აცხადებდა, რომ კომპანია დასაშვებზე მეტ სიღრმეზე აპირებდა სამშენებლო მასალის ამოღებას, რაც დააზიანებდა მდინარის კალაპოტს და ძლიერი ნალექის დროს დატბორავდა მათ სახლებს.

ჩინურმა კომპანია "სინოჰიდრომ" მდინარე ხევისწყალაზე ინერტული მასალის ამოღებით სამუშაოებზე ლიცენზია მიმდინარე წელს მიიღო. კომპანიას უფლება აქვს, მდინარის კალაპოტიდან სამშენებლო მასალები 5 წლის განმავლობაში ამოიღოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.