ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტმა 14 კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა
FaceBook
ინჟინერიის სფეროში მომუშავე კომპანიებსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

"ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მანქანათმშენელობა - ამ მიმართულებების განვითარების კუთხით ეს კიდევ ერთი წინ გადადმული ნაბიჯია. "მერსედესის", "ვოლვო თბილისის" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები ჩვენი სტუმრები არიან. ასევე, იმერეთში არსებული დაწესებულებები, რომლებიც სამშენებლო კუთხით მუშაობენ. მათ სჭირდებათ არა მარტო ინჟინრები, არამედ ეკონომისტები, იურისტები და ა.შ. ეს კარგი შანსია ჩვენი სტუდენტებისთვის სტაჟირება გაირონ ან დასაქმდნენ წარმატებულ ბიზნეს ორგანიზაციებში," – განაცხადა საინჟინრო–ტექნიკური ფაკლუტეტის დეკანმა, ფრიდონ გოგიაშვილმა.

წარმოდგენილი კომპანიებიდან ჰიდროელექტროსადგური შპს "ვარციხე 2005" ერთ-ერთია, სადაც წერეთლის უნივერსიტეტის სტუდეტები სტაჟირებას გაივლიან.

"ჩვენ ყოველთვის გვჭირდება პროფესიონალი კადრები. მიხარია, რომ ამიერიდან გვექნება შესაძლებლობა ცოდნა გავუზიაროთ და ჩვენს კომპანიაში დავასაქმოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ," - აცხადებს "ვარციხე 2005"-ის დამფუძნებელი, ზაზა უდესიანი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მემორანდუმი 14 კომპანიასთან გააფორმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები
18:26 / 30.04.2024
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის"  წინააღმდეგ, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობას მართავენ.
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.