ახალი ამბები
"სტუდენტის სახლი" - სამშენებლო კომპანიის პროექტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში სტუდენტებისთვის გათვლილი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება.

"სტუდენტის სახლი" - პროექტზე სამშენებლო კომპანია "დიზაინკომპლექსი" მუშაობს.

კომპანიის ხელმძღვანელის, ზურაბ გუბელაძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი სტუდენტების მოთხოვნებზე და შესაძლებლობებზე იქნება მორგებული.

"უკვე ვამუშავებთ პროექტს. მოლაპარაკებებს გავმართავთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად დიდი იქნება დაინტერესება სტუდენტების მხრიდან. ამის შემდეგ კონსულტაციები გვექნება ბანკებთან, დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი სესხების გაცემის თაობაზე," – განაცხადა ზურაბ გუბელაძემ.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, საწყის ეტაპზე, მცირე მოცულობის 15–30 კვადრატული მეტრის ფართის მქონე ბინები აშენდება.

"ისინი, ვინც გადაწყვეტენ იცხოვრონ "სტუდენტის სახლში", შესაძლებლობა ექნებათ 5 წლის განმავლობაში დაფარონ სესხი და შემდეგ ბინა მათ მფლობელობაში დარჩება," – განაცხადა ზურაბ გუბელაძემ.

კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი იქნება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.