ახალი ამბები
700 უსახლკარო და ქუთაისის მერიის 45 საცხოვრებლიანი პროექტი
FaceBook
ქალაქში არსებული 700 უსახლკაროდან, მერია მხოლოდ 45 მათგანის დაკმაყოფილებას შეძლებს.


ქუთაისში მცხოვრები უსახლკაროები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

10-მა სოციალურად დაუცველმა პირმა, ქალაქის მერთან შეხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, პოლიტიკური პარტია "გირჩის" ადგილობრივ ორგანიზაციას მიმართა.

"მერთან შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ მან ჩვენთვის ვერ მოიცალა. ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა კი თხოვნაზე კატეგორიული უარი გვითხრა",-ამბობს თამარ მეფის #107-ში მცხოვრები, ქიშვარდი კალანდაძე, რომელსაც ბოლო 20 წელია საკუთარი სახლი არ აქვს.

"მოვუწოდებთ მერიას, უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდოს ამ ადამიანებს. ქალაქში უამრავი უსახლკაროა და მათ დახმარება სჭირდებათ", - განაცხადა "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ ცამციშვილმა.

ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ უსახლკაროებისთვის სოციალური საცხოვრისების მოწყობისთვის ზრუნვა დაწყებულია.

"ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად, ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთა საცხოვრისისთვის გამოიყო ერთი მილიონი ლარი. თვის ბოლოს გამოცხადდება ტენდერი და გამოვლინდება კომპანია, რომელიც ააშენებს მათთვის საცხოვრებელს", - აცახდებს ქუთაისის ვიცე-მერი, ნოდარ მიქიაშვილი.

როგორც ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქში არსებული 700 უსახლკაროდან, მხოლოდ 45 მათგანის დაკმაყოფილებას შეძლებს. ახალი საცხოვრებელი, სწორედ ამ რაოდენობაზე იქნება გათვლილი.

მერიაში ჯერ არ იციან, ვინ იქნება ის 45 ადამიანი, ვინც ბინას მიიღებს. მიქიაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, მშენებლობის დასრულებამდე, უსახლკაროთა მონაცემთა ბაზებში ცვლილებები შევიდეს, რაც შესაძლოა მათი მდგომარეობის შეცვლამ გამოიწვიოს.

ახალი საცხოვრებელი ქუთაისში 2017 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.