ვინ
შეცვლის თემურ ჩეჩელაშვილს "ტორპედოს" პრეზიდენტის პოსტზე, ჯერჯერობით
უცნობია.
ქუთაისის მერიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, მერაბ ჟორდანიას გუნდის მიერ საფეხბურთო კლუბის შეძენის შესახებ. პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.
"ტორპედოს" ბოლო ინვესტორი "ვისოლი" იყო. 2010 წელს "ვისოლ ჯორჯიამ" საფეხბურთო კლუბი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეიძეინა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე "ტორპედო" 2013 წელს, მას
შემდეგ გადავიდა, რაც "ვისოლმა" საფეხბურთო კლუბზე უარი თქვა და
მერიასთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა. ქალაქის ხელისუფლება
მაშინ ამბობდა, რომ თუ "ტორპედოს" არ დაეხმარებოდნენ,
გუნდი დაიშლებოდა.
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები