ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ინოვაციურ იდეებისთვის 8 000 ლარიანი კონკურსი ცხადდება
FaceBook

მიმდინარე წლის 17 ივნისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი ATSUHACK იწყება.


მარათონის მონაწილეები 48 საათის განმავლობაში სხვადასხვა (hardware & software) ტექნოლოგიის გამოყენებით ახალ, ინოვაციურ იდეებზე იმუშავებენ.

პროექტში დაახლოებით 100 ადამიანი ჩაერთვება, როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდებად.
კონკურსანტები საკუთარ იდეებს საინჟინრო მიმართულების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში განხორციელებენ.

როგორც "ფაბლაბში" განმარტავენ, დავალების შესრულების დროს მონაწილეები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სპეციალურად მათთვის აღჭურვილ სივრცეში განთავსდებიან. 48 საათის მანძილზე მათ ადგილის დატოვების უფლება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, არ ექნებათ.

„შესვენებების დროს, სპეციალურად მოწვეული სპიკერები, წინასწარ განსაზღვრულ თემატიკაზე ლექციას ჩააატარებენ. ჯგუფებისთვის სამუშაოდ მიცემული 48 საათის ამოწურვის შემდეგ, თითოეული გუნდი, პრეზენტაციის სახით, საკუთარ ნამუშევარს წარადგენს,“ – ამბობს პროექტის მენეჯერი, გაგა ჩიხლაძე.

პროექტს სამი გამარჯვებული გუნდი ეყოლება, რომელსაც ჟიური გამოავლენს. საპრიზო ფონდი, 8 000 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდება: I ადგილი - 4000 ლარი, II – 2500 ლარი და III ადგილი - 1500 ლარი.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 2 ივნისიდან და 12 ივნისამდე გაგრძელდება.

ჰაკათონში ჩართვა ნებისმიერ მსურველს ასაკის შეუზღუდავად შეუძლია. პროექტი19 ივნისს დასრულდება.

ATSUHACK აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. პროექტის მხარდამჭერები სტუდენტური თვითმმართველობა, FABLAB_ATSU, IHUB თბილისი, საქართველოს ინოვაციების და ტენოლოგიების სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა არიან.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.