ახალი ამბები
"საია" წინასაარჩევნო მონიტორინგს იწყებს
FaceBook
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ორგანიზაცია ერთობლივ ანგარიშში ასახავს.


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში, თვის შემაჯამებელ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგში ჩართვის შესახებ დააანონსა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ოფიციალურად ცნობილი საარჩევნო თარიღი, ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს. ამ პროცესში თანაბრად მნიშვნელოვანია მედიის, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობა, რომლებმაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა გვაცნობონ",- განაცხადა "საიას" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი სანტურიანმა.

"საიას" სადამკვირვებლო მისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიცავს.

ორგანიზაციის ქუთაისის ოფისი კი წინასაარჩევნო, არჩევნების და არჩევნების შემდგომ პერიოდის მონიტორინგს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მასტაბით გაუწევს ორგანიზებას.

ამ პერიოდში გამოვლენილი პრობლემები ასახული იქნება "საიას" ერთობლივ ანგარიშში.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2016 წლის შუალედური არჩევნებიც შეაფასეს. გიორგი სანტურიანის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალტუბოს 4 უბანზე საარჩევნო პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

ორგანიზაციის მიერ უბნებზე დაიწერა ორი საჩივარი, თუმცა სანტურიანის თქმით, არც ერთი მათგანი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.