ახალი ამბები
ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა რეზო ჭეიშვილის სახელი მიენიჭოს
FaceBook
ამ ინიციატივით კომისიას ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის წარმომადგენლებმა მიმართეს.

ქუთაისის თვითმმართველობის პატივგების საქალაქო კომისია ერთ-ერთი ქუჩისთვის მწერალ რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭების საკითხს განიხილავს. ამ ინიციატივით კომისიას ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის წარმომადგენლებმა მიმართეს.

კომისიაში, ასევე ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისთვის მწერალ, ზურაბ კუხიანიძის სახელის მინიჭებაზეც იმსჯელებს.

პატივგების კომისია, 14 წევრის შემადგენლობით, მოედნების, სკვერების სახელდების, ასევე ღვაწლმოსილი ადამიანების პატივგებისა და მემორიალური დაფების გაკვრის საკითხებს განიხილავს.

მას ასევე, საკუთარი ინიციატივით ორგანიზაციები ან კერძო პირები მიმართავენ.

"გარდა საინიციატივო ჯგუფებისა, პატივგების კომისიას თავადაც აქვს გარკვეული საკითხების ინიცირების უფლება", - განმარტავს ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსი, თვითმმართველობის პატივგების საქალაქო კომისიის მდივანი, ვანო ჟორჟოლიანი.

კომისიაში ჯერეჯრობით არ განიხილება ქუჩისთვის, რომელიმე ქალი მოღვაწის სახელის მინიჭება მიუხედავად იმისა, რომ 300 ქუჩიდან, ქალი მოღვაწის სახელი, მხოლოდ რამდენიმეს აქვს.

"ქუჩის სახელწოდებებში გენდერული ბალანსი მართლაც დარღვეულია. ისეთივე თანაფარდობაა, როგორც პარლამენტში, ამიტომ ეს საკითხი საყურადღებო და გასათვალისწინებელია", - აღნიშნა ვანო ჟორჟოლიანმა.

ჯერჯერობით, კომისიაში შეჩერებულია ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხი. ეს წოდება წელიწადზე მეტია არავის მიუღია.

თვითმმართველობის კანონით მინიჭების წესმა გარკვეული ცვლილება განიცადა, რომელიც ვანო ჟორჟლიანის განმარტებით, შემუშავების პროცესშია. პატივგების კომისიაში აცხადებენ, რომ ცვლილებებს ქუთაისის საკრებულო უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.