ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი: "სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს გამოცდილება აკლია"
FaceBook
ნატო ქათამაძე მიიჩნევს, რომ გია ქობალიანი თავმჯდომარის პოსტზე ეფექტურად ვერ იმუშავებს

ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძე, დროებითი სამუშაო ჯგუფის ახლადარჩეული ხელმძღვანელის გია ქობალიანის კომპეტენციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ქათამაძე, რომლის კანდიდატურაც ჯგუფის თავმჯდომარის პოსტზე კოლეგებმა ჩააგდეს, მიიჩნევს, რომ ქობალიანი საქმეს ეფექტურად ვერ გაუძღვება.

"ახალი ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ მე მიჭერდა მხარს და ახლა გაუგებარია მისი ამ პოსტზე არჩევა. ვფიქრობ, მას გამოცდილება აკლია და ვერ შეძლებს ეფექტურად იმუშაოს",- მიიჩნევს ქათამაძე.

"რესპუბლიკელი" დეპუტატი საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს, არ ესწრებოდა. როგორც ქათამაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა, რადგან  ქობალიანის  თავმჯდომარის პოსტზე წარდგენის შესახებ ინფორმირებული იყო.

ნატო ქათამაძე, საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორი იყო. იგი ჯგუფის თავმჯდომარეობის კანდიდატად 9 დეპუტატმა, მათ შორის გია ქობალიანმა წარადგინა, თუმცა, 30 მარტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მისი ამ პოსტზე არჩევა უნდა მომხდარიყო, საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

მაშინ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა განმარტა, რომ ჯგუფის შექმნის იდეა დახვეწას საჭიროებდა. ნატო ქათამაძე კი აცხადებდა, რომ საკითხის გაჭიანურება შეგნებულად ხდებოდა, რათა მისი კანდიდატურა დაბლოკილიყო.

ქუთაისის საკრებულოში ახლადშექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, სამი თვის ვადაში, 2006-2016 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული მიწების კანონიერება უნდა შეისწავლოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.