ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხმა ამომრჩეველთა 56%-მა მისცა
FaceBook
წყალტუბოს თემის საარჩევნო უბნებზე 4 საჩივარი დაიწერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, წყალტუბოს თემში შუალედური არჩევნები დასრულდა. სარჩევნო უბნები ზუსტად 8 საათზე დაიხურა.

უბნებზე უკვე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

წყალტუბის თემში 3481 ამომრჩევლიდან არჩევანი 1949–მა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 56%-ია.

#58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ნიჟარაძის განმარტებით, უბნებზე ამ დრომდე მხოლოდ 4 საჩივარი დაიწერა.

მისი შეფასებით, ხმის მიცემა დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

წყალტუბოს თემში საარჩევნო პროცესს აქტიურად აკვირდებოდნენ იმერეთის ვიცე-გუბერნატორები, პაატა ნაძირაძე და გიორგი ჭიღვარია, რომელიც ამასთანავე "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

ვიცე-გუბერნატორებთან ერთად, საარჩევნო უბნებთან იმყოფებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლი, კონსტანტინე მამისეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები.

წყალტუბოს თემში, ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის "ქართული ოცნების", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატები იბრძოდნენ.

წყალტუბოს საკრებულოში სულ 32 დეპუტატია, აქედან მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 17 წევრს აქვს.
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც წყალტუბოს თემის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო, ავადმყოფობის გამო, 2015 წლის 9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება, ვადაზე ადრე შეუწყდა. მოგვიანებით კი, გარდაიცვალა.

სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები 7 ოლქში, თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ­ის თემები); კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,
09:52 / 01.04.2020

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,

დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის
იმერეთის რეგიონში 30-31 მარტის ჩათვლით წვიმაა ნავარუდევი.
10:24 / 30.03.2020
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 30-31 მარტის ჩათვლით წვიმაა ნავარუდევი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.