ახალი ამბები
საქართველოს მთავრობის ვებგვერდმა ინფორმატიულობის ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა
FaceBook
საქართველოს მთავრობისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი (IDFI) -მ განახორციელა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სავალდებულო ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე განთავსების მიხედვით, უარყოფითი შედეგი აჩვენა.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა", (IDFI) საქართველოს მთავრობისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი, ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით ჩაატარა.

2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალში ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია, ფაქტობრივად, არ ანახლებს ვებგვერდს. gov.ge -ზე არ ხდება ახალი ინფორმაციის განთავსება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ბიუჯეტი, შრომისა და სამივლინებო ხარჯები, შესყიდვები, მიღებული და გაცემული გრანტები და სხვა.

საკვლევ პერიოდში, ადმინისტრაციამ სავალდებულო ინფორმაციის მხოლოდ 47% გამოაქვეყნა.

საქართველოს მთავრობის მსგავსად, გამჭვირვალობის დაბალი მაჩვენებელი აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომლის ვებგვერდიც ასევე ნაკლებად ინფორმატიულია საკუთარი საქმიანობის შესახებ.

2016 წლის მაისის მდგომარეობით, სავალდებულო ინფორმაციის 100% გამოაქვეყნა მხოლოდ ოთხმა უწყებამ. ესენია: განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.

ინფორმაციის 52%-ს ასაჯაროებს საკუთარ ვებგვერდზე საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

დანარჩენ უწყებათა ვებგვერდების ინფორმატიულობის მაჩვენებლები 89%-დან 98%-მდე მერყეობს.

IDFI- სამინისტროებს და მთავრობს ადმინისტრაციას მოუწოდებს შეასრულონ საქართველოს მთავრობის 2013 წლის N219 დადგენილება და უზრუნველყონ ინფორმაციული ხელმისაწვდომობა საკუთარ ვებგვერდებზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.