ახალი ამბები
თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა - კონფერენცია წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
კონფერენციაში ქართველებთან ერთად, 7 ქვეყნიდან მოწვეული მეცნიერებიც მონაწილეობენ.

"თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა" ამ სახელწოდებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიების მთავარი მიმართულება გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებია და მასში ქართველებთან ერთად, 7 ქვეყნიდან მოწვეული მეცნიერებიც მონაწილეობენ.

"კონფერენციაზე რვა სექცია იმუშავებს, ძირითადად, საინჟინრო-ეკონომიკის და მანქანა მოწყობილობების მხრივ, მაგრამ წამყვანი მიმართულება გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები და გარემოს დაცვა იქნება. ჩვენი შეკრების მიზეზი არის ის, რომ მოხდეს მეცნიერების მიერ წარმოდგენილი თემების განხილვა," - განაცხადა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, მაია გრძელიძემ.

კონფერნციაში მეორედ მონაწილეობს წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ლელა კიკნაველიძე.

"ჩემი მუშაობის ძირითადი თემატიკა არის ფეხსაცმლის დიზაინის შემუშავების ფაქტორები, ვსწავლობ მის კონსტრუირებას და ტექნოლოგიას. მსგავს კონფერენციაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა," - განაცხადა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტმა, ლელა კიკნაველიძემ.

სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ შვედეთის კალმანის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ჰოლგმანი, რომელიც ნაჩენების გადამუშავების კუთხით მუშაობს.

"ვცდილობ მეტი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას რა არის საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. საქართველოში პირველად ვიმყოფები და მიხარია, რომ ასეთ საინტერესო კონფერენციაში მეც მივიღებ მონაწილეობას," - განაცხადა უილიამ ჰოლგმანმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.