ქუთაისში მუზეუმების თანამშრომლები დააჯილდოვეს.
ქალაქში არსებული მუზეუმების თანამშრომელს დიპლომები და ფულადი ჯილდო გადასცეს.
„მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუზეუმების ღვაწლმოსილი და წარმატებული თანამშრომლები დავასაჩუქრეთ,“ - განმარტა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, რომელიც მუზეუმის თანამშრომლებს ჯილდოები თავად გადასცა.
მუზეუმების თანამშრომლების დაჯილდოების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 3 500 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მასშტაბით 6 მუზეუმიდან სულ 14 თანამშრომელი დააჯილდოვეს.
ჯილდოს სახით თითოეულ მათგანს 250 ლარი.
მუზეუმების საერთაშორისო დღე მტელს მსოფლიოში 18 მაისს აღინიშნება.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას ფეისბუკპოსტის გამო 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.




მასალის გამოყენების პირობები