ახალი ამბები
ქუთაისის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმს რეაბილიტირებული შენობა გადაეცა
FaceBook
მუზეუმი 5000 მდე ფოტოსურათსა და  300 000-ზე მეტ  ფოტონეგატივს ინახავს

ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი ახალ, რეაბილიტირებულ შენობაში გადავიდა. დავით მხეიძის სახელობის მუზეუმის გახსნა, სიმბოლურად მუზეუმის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს.

"მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენთვის. როგრც იქნა მუზეუმს აქვს საკუთარი შენობა და დასრულდა მრავაწლიანი ხიზნობა",-განაცხადა მუზეუმის დირექტორმა რამაზ მორჩაძემ.

ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიენეს მუზეუმი 1993 წელს შეიქმნა.  ის  სხვადასხვა დროს რამდენიმე ადგილზე ფუნქციონირებდა. 2008 წელს, მუზეუმს, რომელიც ცისფერყანწელთა ქუჩაზე იყო განთავსებული, ქალაქის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დემონტაჟი ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან კიდევ ერთხელ შეიცვალა ადგილმდებარეობა და სამხატვრო სკოლაში გადავიდა.

2014 წლიდან  დღემდე,  მუზეუმი დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის მცირე საგამოფენო დარბაზში ფუნქციონირებდა.

ნიუპორტის # 7-ში, სადაც ფოტო-კინო მატეანეს მუზუმი საბოლოოდ განთავსდა,  ადრე საბავშვო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუქმდა.

მუზეუმის გახსნას ქალაქის მერი შოთა მურღულია და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ესწრებოდა.

ქუთაისის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი 5000 მდე ფოტოსურათს, 300 000 ფოტონეგატივსა და სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის კინოფირს ინახავს, რომელზე ასახულია ქუთაისის ყოფაცხოვრების ასწლოვანი ისტორია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.