ახალი ამბები
ქუთაისში სამი ოთარის ძეგლი ყვავილებით შეამკეს
FaceBook
დღესვე,  მწვანეყვავილას პანთეონში, პატივი მიაგეს ქუთაისელ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნას

გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამი ოთარის ძეგლს პატივი მიაგეს.

ქუთაისელი კოლორიტების ძეგლები, ქუთაისის მერმა, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ვიცე-გუბერნატორთან ერთად ყვავილებით შეამკო.

დღესვე გამორჩეულად გაიხსენეს ოთარ სულაბერიძე,რომელიც ერთ-ერთი ქუთაისელია, ვისაც, თანაქალაქელებმა ძეგლი დაუდგეს.

"სამივე ოთარი არის ქალაქისთვის ღირსეული ადამიანი. რაც შეეხება ოთარ სულაბერიძეს, იგი არის პირველი ადამიანი საქართველოში, რომლსაც მეობის ძეგლი დაუდგეს, რაც ხაზს უსვამს მის პიროვნულობას, ადამიანობასა და მის მიერ ცხოვრების გამორჩეული წესით ცხოვრებას",-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ოთარ სულაბერიძეს გარდაცვალებიდან 41 წელი შეუსრულდა. იგი ახლა 93 წლის იქნებოდა.

დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  მწვანეყვავილას პანთეონში, პატივი მიაგეს ქუთაისელ საზოგადო მოღვაწეთა ხსოვნას.

ორმაისობის დღესასწაულის ტრადიციული ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ქუთაისში ხვალ დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.