ახალი ამბები
ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში სცენა მონტაჟდება
FaceBook
გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში 70 ღონისძიებაა დაგეგმილი.

გვირილობის დღესასასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში, სცენა უკვე მონტაჟდება.

სცენაზე მიმდინარე წლის 3-4 მაისს სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება.

ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებული სადღესასწაულო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ქუჩის კონცერტის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზანდა კიკვაძისა და თიკო ბარაბაძის ბენდები, ასევე ნ. კუბლაშვილის მუსიკალური ჯგუფი "ქართული ეფექტი".

რეაბილიტირებულ უბანში გაიმართება სამეჯლისო ცეკვების საჩვენებელი გამოსვლაც.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს, რომელიც ტრადიციულად 2 მაისს აღინიშნება. თუმცა, მიმდინარე წელს გვირილობის, იგივე ორმაისობის დღესასწაულს 3 მაისს აღინიშნავენ.

სადღესასწაულო ღონისძიებები 7 მაისის ჩათვლით გრძელდება. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ ქუთაისქალაქობა სამ მაისს იმ მიზეზით აღინიშნება, რომ მიმდინარე წლის 2 მაისი ბრწყინვალე კვირეულის დასაწყისს, ორშაბათს ემთხვევა. ამიტომ ორი მაისი მიცვალებულთა საფლავების პატივგებას დაეთმობა.

"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.

გვირილობის დღესასწაულისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.