ახალი ამბები
ოპერის თეატრში პოლონეთის კამერული გუნდის კონცერტი ცარიელ დარბაზში ჩატარდა
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში პოლონეთის კამერული გუნდის კონცერტი ცარიელ დარბაზში ჩატარდა.

კონცერტს, რომელიც უფასო იყო, 15-მდე ადამიანი ესწრებოდა, აქედან 10-მდე თეატრის თანამშრომელი იყო. ხალხის არ მისვლის გამო, პოლონეთიდან ჩამოსულ 40 კაციან ჯგუფს კონცერტის ჩატარება ცარიელ დარბაზში მოუხდა. 

ადგილზე მყოფმა ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა აღნიშნა, რომ ღონისძიებისთვის იჯარის თანხა ქუთაისის მერიამ გადაიხადა, ხოლო  კონცერტზე ხალხის მიყვანა მისი მოვალეობა არ არის.

თუმცა, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არც იჯარის თანხა გადაუხდია და არც კონცერტის ორგანიზებაში მიუღიათ მონაწილეობა. 

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი, თორნიკე მარჯანიშვილი  კი განმარტავს, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერია (კულტურის განყოფილება) იყო.

"სხვა ინფორმაცია არც მე მაქვს რა მოხდა," - აღნიშნავს თორნიკე მარჯანიშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას "ქუთაისიპოსტი" ხვალ, შემოგთავაზებთ. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.