ახალი ამბები
ეს ადამიანები აზროვნებენ განსხვავებულად - ჟვანიას სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ
FaceBook
"ეს გახლავთ პირველი ნაკადი, როდესაც შეცვლილი და მეტად დახვეწილი სისტემით მოხდა მოხელეთა ცოდნის შეფასება."


ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული სერთიფიკატები მიიღეს საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის, დარგობრივი კურსების 2016 წლის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებმა.

საჯარო ორგანიზაციების და ადამიანური რესურსების მართვა, საქმის წარმოება, საჯარო ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი, სახელმწიფო შესყიდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია - ეს ის დარგობრივი კურსებია, რისი მსმენელებიც გახლდათ საჯარო მოხელეები.

სერტიფიკატი გადაეცა 46 საჯარო მოხელეს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მაღალმთიანი რეგიონებიდან.

"ეს გახლავთ პირველი ნაკადი, როდესაც შეცვლილი და მეტად დახვეწილი სისტემით მოხდა მოხელეთა ცოდნის შეფასება. საუბარია იმაზე, რომ შეფასება გადავიდა საკრედიტო სისტემაზე, რაც ამ სკოლის რეფორმის ნაწილია. ყველამ დაძლია ეს ბარიერი და მიიღეს დამატებითი ცოდნა", - აღნიშნა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონი ჯერჯერობით არ ავალდებულებს ამ ცოდნისა და კრედიტების დაგროვებას. თუმცა, "ეს ადამიანები აზროვნებენ განსხვავებულად. ისინი იწყებენ საკუთარ თავში ინვესტიციების ჩადებას და სახელმწიფო მათ ამაში ეხმარება. საჯარო სექტორში ჩნდება ისეთი ცნება, რასაც კარიერის განვითარებაზე ორიენტირებული მუშაობა ქვია. ეს განაპირობებს საჯარო სექტორის ეფექტიანობის გაზრდას", -აღნიშნა ქეთევან ჯაყელმა.

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.

სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის
საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე
გამოაცხადებს.


ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში
სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა
საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ
შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ
გაახმოვანეს, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას,
შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია.
რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა
ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი.

შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების
პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ე.წ. დაზარალებული
დგებუაძის მიმართ. ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე
სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან.
გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული
გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით
სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას
4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა
სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა
სასჯელი მემუქრება. 

არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის
მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია. რა
გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს
გამარჯვებულად ვთვლი.

ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს,
უფლებადაცველებს.ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა
ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ
შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და
მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა
შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.

დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების
საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან.
კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი,
იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია
13:49 / 04.08.2025
მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი.

შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ე.წ. დაზარალებული დგებუაძის მიმართ. ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან. გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას 4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა სასჯელი მემუქრება. 

არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი.

ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადაცველებს.ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.

დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი, იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია", - განაცხადა დასკვნით სასამართლოზე მზია ამაღლობელმა.


ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.

გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:



მზია ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს

"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.