ახალი ამბები
სამტრედიაში, მდინარე ხევისწყალაზე, კარიერული სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
FaceBook

კომპანია "სინოჰიდრო" სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს


სამტრედიის სოფელ ვაზისუბანში, მოსახლეობა მდინარე ხევისწყალაზე კარიერის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა მდინარეზე მისასვლელი გზა გადაკეტეს და კომპანია "სინოჰიდროს" ავტომობილებს გადადგილების საშუალებას არ აძლევენ.


ადგილობრივები აცხადებენ, რომ მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალების ამოღების შედეგად, მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხე ექმნება.

ადგილზე იმყოფება სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია, რომელიც "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ კარიერული სამუშაოებზე ლიცენზიის მქონე კომპანია "სინოჰიდროს", სამუშაოების დროებით შეჩერება შესთავაზა, მაგრამ კომპანიამ უარი განაცხადა.

"კიდევ ერთხელ ვაპირებ გეოლოგიური დასკვნა გავგზავნო გარემოს დაცვის სამინისტროში და ამასთანავე ჩავატარო დამატებითი ექსპერტიზა. ამ დროის მონაკვეთში კი კომპანიას შევთავაზეთ შეეჩერებია სამუშაოები, მაგრამ მან უარი განაცხადა. თუ ექსპერტთა ახალი დასკვნა უარყოფითი იქნება და ექსპერტები იტყვიან, რომ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის კარიერული სამუშაოები, მაშინ მეც ისეთივე პოზიცია მექნება, როგორიც მათ",-ამბობს სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოოცხვერია.

სამუშაოების შეჩერებას ზარალის ზრდის მოტივით არ აპირებს კომპანია "სინოჰიდრო" და ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციას გამოიძახეს.

"ყოველი გაჩერებული დღე ზარალია კომპანიისთვის. გარდა ამისა, არსებობს ორი გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ არავითარი საფრთხის შემცველი არ იქნება ეს სამუშაოები. თუ ხელს შეგვიშვლიან, ალბათ მოგვიწევს შესაბამისი სამსახურების გამოძახება",-ამბობს კომპანია "სინოჰიდროს" წარმომადგენელი ზურაბ მეგრელიძე.

ჩინურმა კომპანია "სინოჰიდრომ" მდინარე ხევისწყალაზე ინერტული მასალის ამოღებით სამუშაოებზე ლიცენზია მიმდინარე წელს მიიღო. კომპანიას უფლება აქვს, მდინარის კალაპოტიდან სამშენებლო მასალები 5 წლის განმავლობაში ამოიღოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.