ახალი ამბები
"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ" ერთწლიანი პროექტი შეაჯამა
FaceBook
პროექტის ფარგლებში დააჯილდოვეს საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ" პროექტი "იმერი - იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივა" შეაჯამა.

დახურვის ცერემონიალზე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

ერთწლიან  რეგიონალურ პროექტში ჩარული იყო იმერეთის ყველა რაიონის მუნიციპალიტეტი, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები გადაჭრეს.

დღესვე, სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულიც დააჯილდოვეს.

კონკურსში თემაზე, "მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში", საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტმა თეკლე მორგოშიამ გაიმარჯვა. სტატიისთვის "ქუთაისის ბიუჯეტის შინმოვლის პროგრამა და ბენეფიციარები ინფორმაციულ ვაკუუმში", ჟურნალისტს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი გადაეცა.

"მთავარი შედეგი ამ პროექტის არის ის, რომ ჩვენ არამხოლოდ გავაშუქეთ პრობლემები, არამედ შევძელით მათი მოგვარება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტში ჟურნალისტების მონაწილეობა, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი საკითხების მოგვარებაში",-ამბობს "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო თვალთვაძე.

პროექტი დაფინანსებულია "ევროპის თანამშრომლობის ფონდის" მიერ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.