ახალი ამბები
უნგრული წყლის კომპანიის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ბუდაპეშტის კომპანია უდიდესი პროვაიდერია ცენტრალურ ევროპაში

ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში, ბუდაპეშტის წყლის სამუშაოების პროვაიდერი კომპანიის სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე წყლის კომპანიის შედეგებთან ერთად, წარმოდგენილი იყო, სხვადასხვა სფეროში, უნგრეთის მიღწევების ამსახველი ფოტოები.

პრეზენტაციას ესწრებოდა უნგრეთის ელჩი საქართველოში, ადგილობივი თვითმმართველობისა და "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლები.

"დღეს არის ბუდაპეშტის წყლის კომპანიის პრეზენტაცია და გამოფენა. როგორც ცნობილია, ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ამ მიმართულებით ევროპაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზირება",-განაცხადა შოთა მურღულიამ პრეზენტაციაზე.

მსგავსი პრეზენტაცია-გამოფენა ბუდაპეშტის წყლის კომპანიამ უკვე გამართა თურქეთში.

ბუდაპეშტის წყლის სამუშაოების კომპანია უდიდესი პროვაიდერია ცენტრალურ ევროპაში, როგორც კომპანიის სიდიდით ასევე მიწოდების ხარისხის მიხედვით.

კომპანია დაარსდა 1868 წელს , 1904 წელს კომპანიამ ააშენა ევროპაში ყველაზე რთული და იმ დროისთვის ულტრათანამედროვე სანასოსე ქარხანა, ასევე 1980 წელს ყველაზე დიდი წყლის რეზერვუარი უნგრეთში, რომლის მოცულობა 80.000 მეტრ კუბია, კომპანიამ უნგრეთში ასევე ააგო მსოფლიში უნიკალური ასიმეტრიული წყლის კოშკი.

ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ავტომატიზირებული დანადგარებით რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს წყლის კოშკები, სანასოსე საამქროები, ტუმბოების სადგურები და სხვასასხვა წყალსაცავის მოწყობილობები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.