ახალი ამბები
"ვერასოდეს ვუგებდი იმ ქართველ „ამერიკელებს“, აზრის უკეთ გადმოსაცემად ინგლისურს რომ მიმართავდნენ"
FaceBook
"არც ერთ ქვეყანას აქვს წვიმის 64 სახელი"


"მე ვერასოდეს ვუგებდი იმ ქართველ „ამერიკელებს“, აზრის უკეთ გადმოსაცემად ინგლისურს რომ მიმართავდნენ, მაშინ როცა არც ერთ ქვეყანას აქვს წვიმის 64 სახელი," - წერს ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ამერიკიდან. 

"არ გჯერათ ხომ?

სხვა ენაზეც ისწავლეთ წვიმის სახელები და მერე მიეცით თავს უფლება ინგლისური ბარბარიზმებით გააუპატიუროთ მშობლიური ენა.

ქართული ენის დღეს გილოცავთ ამ ვრცელი ლექსიკონით:
არაზანი – თავსხმა
ბუტუტი – თქეშივით
გერილი – მალე გადამღები
დელგმა – კოკისპირული
ზესხმა – ძლიერი წვიმა
ზოველა – დიდი წვიმა
ზღველა – თავსხმა
თოროხაპანი – თავსხმა წვიმა დილიდან
თქეში – მსხვილი წვიმა
თქორი – წვრილი წვიმა
ისხარი – ჩქარი წვიმა
კოხშინშხალი – სეტყვა ქარიშხლიანი
კოხი – მსხვილი სეტყვა
ლეზღმა – დიდი წვიმა
ლელეხი – გადაუღებელი წვიმა
ლეშტერი – სეტყვის ღვარი, ლესტერი
ლეშხი – ჟვავი, ფოთოლთაგან დადენილი
ლიჟღი –
ლოშქრი – ნისლსა და წვიმას შუა
მანანა – რბილი წვიმა
მერეხი – თავსხმა
მზე პირს იბანს – თან მზეა და თან წვიმს
მსთვადი–მცხვედი – დილა–საღამოს მარგებელი წვიმა
ნავერღვენა – თავსხმა
ნამვა –
ნიჟი – ცვართ უმცირესი
ჟანტი – მცირე სისველე
ჟგეთა – ძლიერი თავსხმა
ჟინჟლი – წვრილი წვიმა
ჟიჟმატი – ძალიან წვრილი
ჟუჟუნა – ნელი, ხანგრძლივი
ჟღვიპი – ნისლიან-წვიმიანი ამინდი
ჟღმურტლი – წვრილი, ნისლიანი წვიმა
რეში – დიდი წვიმა
საფურცლო – გაზაფხულის წვიმა
სეტყვა – გაყინული წვიმა
სინსლვა – წვრილი წვეთებით წვიმა ბურუსში
სირსვლა –
სკარხალი – სეტყვა (სვან.)
ფრუტი – ნისლოვანი თქორი
ფუნთხი – თქორივით
ქაშანი – ქარიანი თქეში
ქირსლა – წვრილთოვლნარევი
ღანილი – მცირე ხნით გადაღება
ღვართქაფი – წყალუხვი წვიმა
ღვარნაში –
ღვაფი – ცვართ უმსხვილესი
ღლოფო – დიდი წვიმა
ყელობა – წვიმახშირობა
შხაპი – ჩქარი წვიმა, შხეპა
შხაპუნა – უხვი წვიმა
შხუმფლვა – წვრილი წვიმა
ჩუღუმი – ქარწვიმა
ჩქაფი – თავსხმა
ცაიერადი – თავსხმა
ცვარი – მცირე წვიმა
ცრა – თქორზე წვრილი
ძანძახი – ხანგრძლივი, უსიამო
წინწკლვა – წვრილი წვიმა
ჭოროფა – გაბმული ავდარი
ჭყაპი – თოვლნარევი წვიმა
ჭყიჟორი – წვიმიანი ამინდი
ხორხოშა – მსხვილი სეტყვა, კორკოტა
ხოშკაკალა – წვრილი სეტყვა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.