ახალი ამბები
ქუთაისში ნიკეას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას „თავისუფალი საქართველო“ აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისში ნიკეას ქუჩის სარეაბილოტაციო სამუშაოების ნელი ტემპით მიმდინარეობას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია აპროტესტებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია აცხადებს, რომ სამუშაოების ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება დროულად არ მოხდება.

"ნიკეას ქუჩაზე დიდი მოცულობის სამუშოებია შესასრულებელი და დღეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და ერთი ტრაქტორი მუშაობს, ალბათ წლობით არ დასრულდება. ესაა ტრაგედია. ამან გამოიწვია თაბუკაშვილის ქუჩის გადატვირთვა. ნიკესა და თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობა აღშფოთებულია," - აცხადებს გოგი წულაია.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასევე, აღნიშნავს, რომ შემზღუდავი გამყოფი ზოლის მოწყობის მიზეზით ნიკეას ქუჩაზე არსებული ბაზრის მოვაჭრეებს კლინეტურა და შესაბამისად, შემოსავლებიც შეუმცირა.

"თუკი ბაზარში მანამდე ვაჭრობდნენ 100 ლარს, ახლა 10 ლარსაც ვერ ვაჭრობენ. იმის ნაცვლად რომ ბიზნესს ხელი შეუწყონ, მიყვანილ გზას უკეტავენ. ეს კეთდება გაუაზრებლად და შემდეგ მის გამოსწორებაზე ასიათასობით ლარს დახარჯავენ," - აცხადებს გოგი წულაია.

ქუთაისის მერიაში პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას არაკომპეტენტურად აფასებენ და გოგი წულაიას ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის დოკუმენტაციის გაცნობას ურჩევენ.

"ამ საკითხში "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის არაკომპეტენრური და მისი მხრიდან მსგავსი განცხდების გაკეთება აბსურდულია. ნიკეას ქუჩაზე სამუშაოების დასრულება დაგეგმილია მომავალ წელს, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობს დარჩქარებული ტემპით, უამინდობის პირობებშიც კი და შესაძლოა, ქუჩის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდეს," - აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.

ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.