ახალი ამბები
NDI: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ამომრჩევლებს არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემენ ხმას"
FaceBook
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI -ის მიერ გამოკითხულთა 61%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს. გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ  34%-მა იცის, ვის მისცემს ხმას.

ეს შედეგები აჩვენა NDI-ის მიერ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით ჩატარებულმა გამოკითხვამ.

"საზოგადოების განწყობა საქართველოში" - ამ სახელწოდებით NDI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა რესპონდენტმა  მიიღო.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისშიც.

ორაგნიზაციამ პოლიტიკური ნაწილის გარდა კვლევა, ასევე, ჩაატარა საქართველოში არსებულ ეკონოკიურ მდგომარეობსა და მოსახლეობის განწყობაზე.

კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უკეთ იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.6%.

კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.