ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საბავშვო ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი გაიმართება
FaceBook
პროცესი 11:30 საათზე არის ჩანიშნული.


ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დღეს 10:30 საათზე, საბავშო ბაღის ფილიალიდან გათავისუფლებული ხელძღვანელის ნანა კაკულიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

მოსარჩელე მხარის ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას განმარტებით, ისინი იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც მოხდა კაკულიას სამსახურიდან გათავისუფლება.

კაკულიას ადვოკატი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოლაპარაკების მცდელობა იყო. ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების იურისტის, რამაზ იობიძის განმარტებით, გათავისუფლებული პედაგოგისთვის მერიის სტრუქტურულ ერთეულში სამსახურის შეთავაზებას ადგილი ქონდა. იობიძე ამბობს, რომ შეთავაზება პირველად ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ გააჟღერა.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1, #13, #17,#15) ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. მათ შორის იყო ნანა კაკულია, რომელიც მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალს ხელმძღვანელობდა.

ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.